ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია - ელჩი
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად იგრძნობა ამერიკა-საქართველოს უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია - ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 9 აპრილის მემორიალს და ამ დღეს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია", - განაცხადა დანიგანმა.
ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.