უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ამ ქვეყნისგან პუტინის რეჟიმის მსგავსი სახელმწიფო არ გამოვა - ლომჯარია

09.04.24 15:28
უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ამ ქვეყნისგან პუტინის რეჟიმის მსგავსი სახელმწიფო არ გამოვა - ლომჯარია

უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ამ ქვეყნისგან პუტინის რეჟიმის მსგავსი სახელმწიფო არ გამოვა, - ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია საუბრობს. მისი თქმით, 9 აპრილიდან 35 წლის თავზეც ქართველ ხალხს დასავლური პერსპექივისთვის უწევს ბრძოლა. 

ლომჯარია ამბობს, რომ ბრძოლა და პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე არ შეწყება. 

დღევანდელი მარში არის, რა თქმა უნდა, პატივისცემა და დაფასება იმ მსხვერპლის, რაც ქართულმა საზოგადოებამ 35 წლის წინ გაიღო იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და ვყოფილიყავით დასავლური ცივილიზაციის წევრი და არა რუსეთის და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო და სამწუხაროდ, 35 წლის შემდგომაც კი ჩვენ გვიწევს, რომ დავიცვათ ჩვენი დასავლური პერსპექტივა, რომ თავი ავაღწიოთ რუსულ გავლენებს. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ რუსეთის მსგავსი სახელმწიფო, არ გვინდა, ვიყოთ ისეთი ხელმწიფო, როგორიც გაუხარდებოდა რუსეთს. უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ არ გამოვა ამ ქვეყნისგან და ამ ხალხისგან პუტინის რეჟიმის მსგავსი ქვეყანა და საზოგადოება და სახელმწიფო. რამდენი ხანიც იქნება საჭირო, უნად ვიდგეთ, იქნება ეს აქციები თუ სხვა ფორმით და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, - ამბობს ნინო ლომჯარია.

საქართველოს მოლაქეები რუსული კანონის წინააღმეგ აქციისთვის ემზადებიან. ეპიცენტრი ზუსტად 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანი იქნება და მსვლელობა სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.

9 აპრილიდან ზუსტად 35 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები დღეს "ოცნების" რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმეგ სამოქმედო გეგმასაც გაასაჯაროებენ. უკვე დაანონსებულია, რომ პროტესტი და აქციები იქნება ყველგან და იქამდე, ვიდრე რუსულ კანონს უკან არ გაიწვევენ.

 

მსგავსი სიახლეები