რუსეთთან მიერთება არ გამოვა - ნიკა გვარამია
რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამიაც უერთდება. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საქართველო დღესაც იგივე შინაარსის ბრძოლაშია, რომელშიც 35 წლის წინ იყო, თუმცა რუსეთთან მიერთება არც ამჯერად გამოვა.
35 წლის წინ ჩვენი თანამედროვეები, ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები, იდგნენ აქვე ახლოს დღეების განმავლობაში, რუსულ ტანკებსაც გაუძლეს, 20 ადამიანი შეეწირა ამას. დღეს ეს აღარ მოხდება, არანაირი მსხვერპლი აღარ იქნება, არანაირი ტანკები არ იქნება, სხვა ტიპის ბრძოლაა დღეს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ იგივე შინაარსის, რუსეთთან მიერთების სურვილის და დიდი ძალისხმევის, მაგრამ ეს არ გამოვა, - ამბობს გვარამია.
საქართველოს მოლაქეები რუსული კანონის წინააღმეგ აქციისთვის ემზადებიან. ეპიცენტრი ზუსტად 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანი იქნება და მსვლელობა სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.
9 აპრილიდან ზუსტად 35 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები დღეს "ოცნების" რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმეგ სამოქმედო გეგმასაც გაასაჯაროებენ. უკვე დაანონსებულია, რომ პროტესტი და აქციები იქნება ყველგან და იქამდე, ვიდრე რუსულ კანონს უკან არ გაიწვევენ.