ბრეგაძე: ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია საბჭოთა მეთოდებზე

09.04.24 16:19
ბრეგაძე: ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია საბჭოთა მეთოდებზე

"ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია საბჭოთა მეთოდებზე, როდესაც უბრალოდ უნდა გააშავო - არ ვცდებოდი, როდესაც ვამბობდი, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობაა. ტერმინებშიც კი, ბოლშევიკების ტერმინებს იყენებენ, როდესაც აცხადებენ ვინმეს მტრად, ხალხის მტრად, ქვეყნის მტრად და ა.შ. თან ისე, რომ შინაარსშიც არ შედიან", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტით „მტრად არ ცხადდება არც ამერიკა, არც ევროპა და ეს არის დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, რასაც ოპოზიცია იყენებს“.

სად იყო დასანქცირებაზე საუბარი [მეთიუ მილერის განცხადებაში]? - არ იყო! წინასწარ საუბრობთ იმაზე, რომ თითქოსდა ამერიკელები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამ კანონპროექტის ავტორები თუ დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ, სანქცირებულები იქნებიან. ევროპარლამენტი დემოკრატიული ორგანოა. ევროკავშირი დემოკრატიის ფუნქციებს ეფუძნება, შესაბამისად, ნებისმიერი კამათი ნებისმიერი აზრის გარშემო ევროკავშირში მისაღებია. ეს არ იყო ოფიციალური ევროპარლამენტის პოზიცია. ეს იყო რამდენიმე ევროპარლამენტის დეპუტატის პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ამ კანონის შინაარს. არ მინდა შინაარსში შევცდე, მაგრამ ერთ-ერთი ბანერიდან წამოღებულ ინფორმაციას იმეორებდნენ თითქოსდა ევროკავშირი და ამერიკა ამ კანონპროექტით მტრად გამოცხადდება. ეს ხომ ტყუილია? შეგიძლიათ სადმე ნახოთ ერთი ჩანაწერი მაინც, სადაც ან ამერიკას ან ევროპას ეს კანონპროექტი მტრად აცხადებს?

სხვა ყველაფერი არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, ეს მათი აზრია და რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება აქვთ, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს. ნებისმიერ მათ გამონათქვამს შეგვიძლია დავახვედროთ ჩვენი არგუმენტები, დავუსვათ კითხვები. ეს არის ევროკავშირი.

მტრად არ ცხადდება არც ამერიკა და არც ევროპა. ეს არის დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, რასაც ოპოზიცია იყენებს. მთავარია ადამიანს დააბრალო საშინელება, მერე აღარ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიმართლებს ის თავს. ეს არაერთხელ მინახავს, სამწუხაროდ მათ შორის ქართულ ტელევიზიებშიც პირადად ჩემს მიმართაც. ტყუილი არ გვინდა. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია საბჭოთა მეთოდებზე, როდესაც უბრალოდ უნდა გააშავო. ადამიანს რაღაც უნდა დააბრალო, გამოაცხადო ხალხის მტრად. როგორ არ ვცდებოდი, როდესაც ვამბობდი, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობაა. ტერმინებშიც კი ბოლშევიკების ტერმინებს იყენებენ, როდესაც აცხადებენ ვინმეს მტრად, ხალხის მტრად, ქვეყნის მტრად და ა.შ. თან ისე რომ შინაარსშიც არ შედიან.

შესაძლებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდეთ, მათ შორის, ოპოზიციისგან.

ისინი ჩვენ ვერ გვჯობნიან, არჩევნებშიც პოლიტიკურადაც და სამართლებრივ ბრძოლაშიც ვამარცხებდით, ვამარცხებთ და მომავალშიც დავამარცხებთ პირწმინდად“, - აღნიშნა ბრეგაძემ.