მთავრობის კანცელარიის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს (ფოტო)
თავისუფლების მარშამდე 1 საათით ადრე, კანცელარიის ტერიტორიაზე პოლიციის ავტობუსები შეიყვანეს.
კადრები "ტვ პირველის" ჯგუფმა რამდენიმე წუთის წინ გადაიღო.
დედაქალაქში "თავისუფლების მარში" 18:00 საათზე დაიწყება - საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ ისევ ქუჩაში გამოდიან.
ზუსტად ერთ საათში პირველი რესპუბლიკის მოდენიდან მსვლელობა დაიწყება და პარლამენტთან, გმირთა მემორიალთან დასრულდება.
დღეს გასაჯაროვდება გეგმაც, როგორ აპირებს ხალხი იმ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ერთი წლის წინ დიდი პროტესტის შედეგად "ოცნებამ" პარლამენტიდან გაიწვია.