„ზღაპრის ბოლო კეთილია“, "რუსულ ჭაობში საქმე არ გვაქვს" - რა გზავნილი აქვთ თავისუფლების მარშში მონაწილეებს
„ზღაპრის ბოლო კეთილია“, „კი ევროპას!“ - ამ ფრაზებს სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც თავისუფლების მარშში იღებენ მონაწილეობას. აქციაზე მისულებს აქვთ ერთი გზავნილი, რომ მათ არ სურთ, რუსული კანონის შემოტანა ქვეყანაში.
აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლებას ხალხის არ ესმის, მათ ნებას პატივს არ სცემს, ამიტომ უნდა შეიცვალოს.
10-ჯერ რომ გააკეთონ, მეთერთმეტედ გამოვალთ, 20-ჯერ რომ გააკეთონ, ოცდამეერთედ გამოვალთ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მისაღწევს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
როგორ შეიძლება აქ არ ვიყო, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს, დღეს აქ ყოფნა ისეა აუცილებელი, როგორც ჟანგბადი, დღეს სახლში ყოფნა დანაშაულია,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
მიზანია ტოტალური კონტროლის დამყარება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის შეფერხება - ეს კანონი არის რუსული და დღეს ეს ხელისუფლება ნამდვილად არის რუსული ამ შინაარსით,“ - ამბობს ნანა მალაშხია.
ევროპა გვინდა იმიტომ, რომ ერთადერთი გზაა, რითაც შეიძლება ჩვენი მომავალი ისეთი იყოს, როგორსაც ვიმსახურებთ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
წინ ევროპისკენ, რუსეთში არ გვინდა, იმ ჭაობში საქმე არაფერი არ გვაქვს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დღეს ლაზარე რომ თავისუფლაი იყოს, აუცილებლად იქნებოდა ჩვენს გვერდით, ჩემი სათქმელი არის ის, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები და საქარტელოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას თავი არ უნდა დავანებოთ," - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა.
35 წლის შემდეგ ისევ ერთი ნაბიჯით უკან მიჰყავს დღეს ჩვენს მთავრობას ქვეყანა და ამიტომ ვართ აქ, რომ არ მოხდეს ის, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ გაატარონ," - ამბობს გრიგორიადისის ბაბუა.
გამოვედი რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს მთავრობა უარეს სისაძაგლეს ჩაიდენს, არ არის ამათგან გამორიცხული, რომ კიდევ არ მოიფიქრებენ და უფრო მეტ სიცუდეს არ მოიფიქრებენ, ამიტომ მთავარია, რომ ესენი წავიდნენ ხელისუფლებიდან,“ - ამბობს ივერი მელაშვილი.
კარგია, რომ მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, არცერთი დაპირება, რაც მათ გააკეთეს, თვითონ ივანიშვილმა დასაწყისში და მერე, არ შეუსრულებიათ და ვერც შეასრულებენ, იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ თავისუფალი საქართველოსი,“ - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
ისევ რუსეთი არის საქართველოს წინააღმდეგ, საქარტელო ივავს ღირებას, თავისუფლებას და მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოფნის უფლებას - ამ უფლებას უზღუდავს რუსეთი საქართველოს თავისი ვასალური ხელისუფლების სახით. შარშან ახალგაზრდებმა აჩვენეს ბრძოლისუნარიანობა და ხაიასთი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურპინციპო ხელისუფლებას მთელი ქართული საზოგადოების პრინციპულობა გადასძლევს," - ამბობს რატი ამაღლობელი.