თავისუფლების მარში რუსთაველზე - რას ითხოვს ხალხი?

09.04.24 20:17
თავისუფლების მარში რუსთაველზე - რას ითხოვს ხალხი?

 

 

საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონის  წინააღმდეგ - ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებამ ისევ იძულებული გახადა, ქუჩაში გამოსულიყო, ივანიშვილის გუნდს პუტინის რეჟიმის მსახურებაში ამხელს. დედაქალაქის ცენტრი, შარშანდელის მსგავსად, ისევ სავსეა მოქალაქეებით, რომლებიც ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, შეეგუონ გაჭირვებას, მაგრამ არასდროს შეეგუებიან საქართველოს გარუსების მცდელობას.

ეს ადამიანები საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე მოატყუა, როცა დაპჰირდა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა, ამიტომ ახლა განახლებული ძალებით ისევ ცდილობენ, "ოცნებას" ხმა მიაწვდინონ, რომ არ გაბედოს ხელისუფლებამ საქართველო რუსეთს საბოლოოდ ჩააბაროს. ყველა, ვინც ამ წუთებში გარეთ დგას, ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დასამარდება.  

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები