ემუქრება თუ არა რუსული კანონის ავტორებს სანქციები? - ამერიკა მოქმედებაზე გადადის
ვაშინგტონი მოქმედებაზე გადადის. სანქციები, პრაქტიკულად, დაანონსებულია. ყველა ის დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს ლობირებს, შესაძლოა, შეერთებული შტატების შავ სიაში აღმოჩნდეს. "ნახავთ რას გავაკეთებთ" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ამერიკა მზად არის, ყველაზე ეფექტური და მტკივნეული ბერკეტები გამოიყენოს.
საქართველოს პრეზიდენტმა კი დღეს "ოცნების" დასასრული დაანონსა. "ეს არის მათი დამარცხების ნიშანი" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მოუწევს თუ არა "ქართულ ოცნებას" ისევ უკან დახევა? არ დარჩენილა არცერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ არ მოუწოდებს. მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომელმაც დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ დღეს ისე დატოვა 9 აპრილის მემორიალი, რომ მედიის კითხვებს აღარ უპასუხა. მწვავე გზავნილების მიღების შემდეგ პრემიერის დაანონსებული კომენტარი ჟურნალისტებთან გააუქმეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.