"ოცნებამ" "ალტ ინფოს" პოლიტიკური გეგმები ჩაუშალა - რადიკალები იმუქრებიან

09.04.24 20:39
"ოცნებამ" "ალტ ინფოს" პოლიტიკური გეგმები ჩაუშალა - რადიკალები იმუქრებიან

 

 

ერთ დროს მოკავშირეებს შორის დიდმა განხეთქილებამ იფეთქა. "ძმრად ვადენინებთ, რაც ჩაიდინეს" - ამ სიტყვებით "ალტ ინფო" "ქართულ ოცნებას" ღიად უპირისპირდება და ემუქრება. რადიკალების ჯგუფი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცესკოს მიერ რეგისტრაციაში გატარებულ კონსერვატიულ პარტიას პოლიტიკური გეგმები ჩაუშალეს. "ალტ ინფო" საჯარო რეესტრმა რეგისტრაციიდან მოხსნა, ოღონდ დარღვევა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ახლა დაადგინა, რადიკალურ დაჯგუფებას სამი წლის წინ ჰქონდა.

რას აკეთებდა ამ დრომდე მთავრობა და რატომ გაახსენდა "ალტ ინფო" მაშინ, როცა ჯგუფმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა? ფაქტია, რომ ივანიშვილის "ოცნება" ამ ნაბიჯით პრორუსულ ველს ისუფთავებს, რადგან ამომრჩევლის ხმების გაყოფა მთავარ კონკურენტთან არ მოუწიოს.  

რადიკალები კი ხელისუფლებას ღიად ემუქრებიან და უნანონსებენ, რომ ამ მეთოდებით ბრძოლას არ შეარჩენენ. პირველი საპროტესტო აქცია შაბათს, როსტომ მეფის სასახლის წინ შედგება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპოკრტაჟში. 

მსგავსი სიახლეები