აქციაზე გვეტირებოდა და გვიხაროდა ის, რომ რისი ჩაკვლაც უნდოდათ, ვერ ჩაკლავენ - კალატოზიშვილი
"ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ამიტომ რუსებზე უარესები არიან ჩემთვის,“ - ამ განცხადებას "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით "რეაქციაში" ნანკა კალატოზიშვილი აკეთებს.
როგორც კალატოზიშვილი ამბობს, დღევანდელმა აქციამაც აჩვენა, რომ რუსეთი და ქართული ოცნება თავისას ვერ მიაღწევს.
აქციაზე მოვდიოდით და გვეტირებოდა ყველას, იმიტომ, რომ ისევ იგივეზე ხდება, თუმცა გვეტირებოდა და გვიხაროდა, რომ ის, რისი ჩაკვლაც უნდოდათ ამდენი წელია, ვერ ჩაკლავენ, მიხაროდა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს რომ ვხედავდი.
ყველა გამარჯვება 9 პარილი იქნება თუ ნებისმიერი, რაც გადაგვიტანია და გვიბრძოლია, დარწმუნებული ვარ, რომ წყალში არ ჩავაყრევინებთ ქართულ ოცნებას.
არ არიან რუსები, უარესები არიან - ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ამიტომ რუსებზე უარესები არიან ჩემთვის,“ - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.