როგორც ზღაპრებშია - მარჯვნივ წახვალ უბედურება გელის, მარცხნივ წახვალ უბედურება გელის - ეს არის ქოცების გზა - ჩიხრაძე

09.04.24 21:51
როგორც ზღაპრებშია - მარჯვნივ წახვალ უბედურება გელის, მარცხნივ წახვალ უბედურება გელის - ეს არის ქოცების გზა - ჩიხრაძე

„9 აპრილი იყო დიდი ტრაგედია და ამ დიდი ტრაგედიიდან იშვა თავისუფლება, იშვა საქართველოს თავისუფლება,“ - ამ განცხადებას „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „რეაქციაში“ აკეთებს.
ფიქრია ჩიხრაძისთვის გაუგებარია ლოგიკა, როცა „ქართული ოცნების“ წევრები თუ მათი მხარდამჭერები დღეს აზიარებდნენ 9 აპრილის გმირების ფოტოებს და მადლობას უხდიდნენ თავისუფლების მოპოვებისთვის, ამ ფონზე, ისინი მზად არიან საქართველო რუსეთს ჩააბარონ.

მადლობა თავისუფლებისთვისო ამბობენ და ამის პარალელურად უნდათ, რომ ეს თავისუფლებამოპოვებული ქვეყანა ამდენი სისხლით, ამდენი შრომით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გადააყოლონ და რუსეთს ჩააბაროს.
გამარჯვების სიხარული ვნახეთ, გამარჯვებასიხარულ ნანახ ადამიანებს, თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავგანწირვა რომ შეუძლიათ და უჩვენებიათ, ვიღაც მამუკა მდინარაძე, ქოსატყუილა ადამიანი, იმან რას უნდა სცეს პატივი, რა ღირებულებაზე უნდა ილაპარაკოს, შარშან მისმა ტყუილმა განაპირობა მთავარი აქციის ხალხმრავლობა, ტყუილი თქვა, აღარ განვიხილავთ დღესო (კანონპროექტს), ხალხი დაიშალა და იმავე საღამოს გამოიტანა და ხალხი გამოვარდა. ახლა კიდევ მოიტყუა.
ეს არის იმხელა უპატივცემულობა ქართველი ხალხის, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების, მათი ხსოვნის წინაშე და მთელი იმ ბრძლის წინაშე, რაც ამ ქვეყანას გამოუვლია - ამ ტყუილისთვის ძალიან მწარედ უნდა მოხვდეს ქართულ ოცნებას. როგორც ზღაპრებშია - მარჯვნივ წახვალ უბედურება გელის, მარცხნივ წახვალ უბედურება გელის - ეს არის ქოცების გზა, მათ აღარ აქვთ კარგი არჩევანი, შეუძლებელია ბოროტმა გაიმარჯვოს," - ამბობს ჩიხრაძე.

მსგავსი სიახლეები