ივანიშვილი მოსამართლეებში აჯანყებას ელოდება - გუბაზ სანიკიძე
მოსამართლეებში ბიძინა ელოდება აჯანყებას - ამ განცხადებას "რეაქციაში" გუბაზ სანიკიძე აკეთებს.
როგორც სანიკიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ახლა აღარც სასამართლო კორპუსს ენდობა, რადგან ისინი ივანიშვილის შანტაჟზე გადავიდნენ.
მოსამართლეებში ბიძინა ელოდება აჯანყებას, იმიტომ, რომ მოსამართლეების თემა ასეთია - დასანქცირება - იციან, რომ აგებენ არჩევნებს, მოსამართლეების ღალატის ეშინიათ ძალიან. მოსამართლეები გაუმაძღრები არიან, თვითონ შექმნა ასეთები და იქით აშანტაჟებენ, ბიძინა ახლა არის იმ დარტყმების ქვეშ, რასაც სხვებს აყენებდა. ხომ უსმენდა და იწერდა, ახლა მას უსმენენ და იწერენ. ცდის ამას (რუსულ კანონს), იქნებ გაუვიდეს,“ - ამბობს გუბაზ სანიკიძე.