მსახიობები რუსული კანონის წინააღმდეგ - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - (ვიდეო)

10.04.24 11:05
მსახიობები რუსული კანონის წინააღმდეგ - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - (ვიდეო)

 

 

პროტესტი სცენიდან - მუსიკისა და დრამის თეატრში - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა. 

 „ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი

ყველაზე მეტად მე მეზიზღება ეს ეპილოგები სპექტაკლის შემდეგ, მაგრამ ახლა ისეთი დროს... სხვა დროს ჩვენ ამ ყველაფრით (სპექტაკლით) ვამბობთ ყველაფერს, მაგრამ დღეს ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა აბსოლუტურად. იმის გამო რომ ერთმა კაცმა და მისმა ქვეშევრდომებმა რაღაც კმაყოფილება ნახონ, მოვყევით ყველა ამ ყველადერში! 

არა რუსულ კანონს! "- ამბობს მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი სპექტაკლის დასრულების შემდეგ. 

უმწვავესი იყო „სუხიშვილების"  შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს  კანონი  საქართველოს აცილებს".  ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა. 

სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ  კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ  "პოზიცია უცვლელია".