პატრიარქის მოსაყდრე შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტს ხვდებიან
გასაიდუმლოებული შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილთან რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ პატრიარქის მოსაყდრე შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო პირები საქართველოს პრეზიდენტთან. თუმცა, ეს შეხვედრა დროში ემთხვევა მეუფე შიოს მოწოდებას, რომ აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილებები და დროა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს დასჯადი.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ კომენტარს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს