პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტი - ზურაბიშვილი ვილნიუსში არ წავიდა და მაღალი რანგის შეხვედრებს თბილისში მართავს

10.04.24 11:24
პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტი - ზურაბიშვილი ვილნიუსში არ წავიდა და მაღალი რანგის შეხვედრებს თბილისში მართავს

პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში არ წავიდა და მაღალი რანგის შეხვედრებს ევროკავშირის დელეგაციასთან თბილისში მართავს.

ორბელიანების სასახლეში შეხვედრა უკვე იწყება - სალომე ზურაბიშვილთან ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. საუბრის მთავრი თემა რუსული კანონი იქნება.

ახლა სიანტერესოა, რით აპირებს ევროკავშირის დელეგაციის წინაშე თავის მართლებას საქართველოს  მთავრობა, რადგან პრეზიდენტის შემდეგ, დელეგაცია, სავარაუდოდ "ოცნების" ლიდერებსაც პირისპირ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილს ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი ვილნიუსში, თუმცა პრეზიდენტი მთავრობამ სამიტზე არ გაუშვა - ვიზიტი კობახიძემ დაბლოკა.
 

მსგავსი სიახლეები