მსახიობი "ოცნებას": არასწორები ხართ!

10.04.24 11:32
მსახიობი "ოცნებას": არასწორები ხართ!

არასწორები ხართ, არასწორად იქცევით - რუსული კანონის მიღების მცდელობის გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა კახა გოგიძემ. 

მსახიობი "პირველებთან" ამბობს, რომ საშიში კანონის წინააღმდეგ ქუჩაში ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. 

"რუსული პარლამენტის გასაკონტროლებელი ქართველ ხალხს არაფერი სჭირს"- ამბობს გოგიძე. 

"ქოცების მოსაწოდებელი ქართველ ხალხს არაფერი სჭირს, ქართველი ხალხი სად გავალთ, სად დავდგებით და რას მოვითხოვთ, ეგ ჩვენი საქმე. გამოვდივართ და ვითხოვთ არ მიიღონ რუსული კანონი. "წუნა და წუწინაში", რომაა ფრაზა, "გუშინ რომ იყვნენ, ისევ ისინი მოვიდნენო", კიდევ უფრო მეტი მოვა, რადგან არასწორები ხართ, არასწორად იქცევით"- ამბობს მსახიობი. 

რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს მუსიკისა და დრამის თეატრშიც - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა. 

 „ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი

უმწვავესი იყო „სუხიშვილების"  შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს  კანონი  საქართველოს აცილებს".  ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა. 

სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ  კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ  "პოზიცია უცვლელია".  

 

მსგავსი სიახლეები