კანონდარღვევაა - კალაძის უწყება რუსული კანონის პროპაგანდისტულ პლაკატების გაკვრაზე პასუხისმგებლობას იხსნის
კალაძის უწყება რუსული კანონის პროპაგანდისტულ პლაკატებზე პასუხისმგებლობას იხსნის - თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის მტკიცებით, მერიას ნებართვა არცერთ პლაკატზე არ გაუცია.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვეააა და მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "ოცნების" წევრებსა და მათ პროპაგანდისტებს ფეისბუქმა რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები დეზინფორმაციად მოუნიშნა, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ბანერები უკვე ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს.