შანტაჟი და მუქარაა - კალაძე შესაძლო სანქციებზე
"ქართული ოცნება" ბაიდენის ადმინისტრაციას შანტაჟში, ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს - ბაიდენის ადმინისტრაციის და დასავლეთის მწვავე რეაქციების შემდეგ, ხელისუფლება თავდასხმის რეჟიმზე გადავიდნენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ ზეწოლაში თბილისის მერმა დაადანაშაულა.
კალაძე დასავლელი პარტნიორებისგან არგუმენტებს ითხოვს, თუ რატომაა კანონი რუსული.
მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა. მე ასე შევაფასებდი. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა, რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი. მე ამდენი ხანია ვისმენ და ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რასაც ვისმენ, შეფასება არის რუსული. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა, არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. კონკრეტული ევროპარლამენტარები რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, რადგან ის დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს", - ამბობს კალაძე.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.
ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.