"ნაცია" - კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე (ვიდეო)
დედაქალაქის მერმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სპორტსმენის, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცად" გამოაცხადა.
"როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი!" - თქვა მერმა.
რა გიკვირთროინ ქოჩირაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით"- უთხრა მედიას კახა კალაძემ ცნობილი ფეხბურთელის მამის პოზიციის კომენტირებისას.
კალაძის გაღიზიანება სპორტსმენის და ქოჩორაშვილის მამის პოსტმა გამოიწვია, ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გააზიარა - ბავშვი, ხელში ევროკავშირის დროშით.
პოზიციის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მანვე დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.