"ნაცია" - კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე (ვიდეო)

10.04.24 13:19
"ნაცია" - კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე (ვიდეო)

 

 

დედაქალაქის მერმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სპორტსმენის, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცად" გამოაცხადა. 

"როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი!" - თქვა მერმა. 

რა გიკვირთროინ ქოჩირაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით"- უთხრა მედიას კახა კალაძემ ცნობილი ფეხბურთელის მამის პოზიციის კომენტირებისას. 

კალაძის გაღიზიანება სპორტსმენის და ქოჩორაშვილის მამის პოსტმა გამოიწვია, ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გააზიარა - ბავშვი, ხელში ევროკავშირის დროშით.

პოზიციის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მანვე  დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".