ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, აშშ-მ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა იფიქროს - დევიდ კრამერი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, საქართველოს ხელისუფლების მოძალადე დაჯგუფებებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. დევიდ კრამერი ამბობს, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფები მოსკოვიდან ფინანსდებიან და კრემლის მიერ არიან მართულები. უცხოელი დიპლომატი ასევე იმეორებს მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და აშშ-მ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა იფიქროს.
უფრო და უფრო მეტი სამხილია იმის, რომ „ქართული ოცნება“ მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან ერთად მოქმედებს, რომლებიც თავის მხრივ მოსკოვს უკავშირდებიან, იქნება ეს დაფინანსებით, თუ სხვა გზებით. მთავრობამ მათ საშუალება მისცა, ჩართულიყვნენ სასტიკ ძალადობაში ჟურნალისტების, მარშის მონაწილეების და სხვების წინააღმდეგ. არა მარტო მისცა მათ ამის საშუალება, არამედ ხელი შეუწყო მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის გავლით. ეკლესია ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ჯგუფების გამოყენებაში. გუშინ მე მოვითხოვე პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ ის უნდა გადადგეს, თუ სურს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას. მან ოპოზიციას დასდო ბრალი რადიკალურ ოპოზიციას მარშის ხელშეწყობაში, შემდეგ კი თქვა, რომ მარში არ იყო მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ჩემი აზრით, მან ხელი შეუწყო და წაახალისა ეს ძალადობა და არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად. ვფიქრობ, დროა, გადადგეს და აშშ-ში მის წინააღმდეგ სანქციების მიღება განვიხილოთ, - განაცხადა კრამერმა.