ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან - როთი
ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის შემობრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
როთი "ოცნებას" მოუწოდებს თავის ხალხს მოუსმინოს, რომელთა არჩევანი ევროპული მომავალია.
"უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან", - წერს როთი.