ღრმად მწამს, კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას - გივიკო ბარათაშვილი რუსულ კანონზე (ვიდეო)
ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის მსახიობი გივიკო ბარათაშვილი რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება ბრძოლას კიდევ ერთხელ მოიგებს, რადგან ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სურთ დასავლეთი და არა რუსეთი. მისი თქმით, შეეწინაღმდეგებიან ყველაფერს, რაც ანტიდასავლურია.
ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი და ძალიან მარტივი მისახვედრია. ერთი წლის წინ, ფაქტობრივად, მოვიგეთ ჩვენ ეს ბრძოლა, დაიხია მთავრობამ უკან და რაღაცნაირად აღმოჩნადა, რომ "გადაგვაგდო" უკვე მერამდენედ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უნდა მივხვდეთ უკვე, რომ რაღაცას გვატყუებენ. მეორეც, დასავლეთი გვეუბნება, რომ მაგ კანონს ნუ მიიღებთ. სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშაა და ახლა აქეთ გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი თურმე რუსული კი არა, ევროპულიაო და მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, თან ძალიან მარტივი: რუსეთი თუ დასავლეთი და მემგონი, ყველა ვთანმხდებით, რომ ევროპა გვინდა. ღრმად მწამს და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას. მარტივია: ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს, - მაბობს "ტვ პირველთან" გივიკო ბარათაშვილი.
რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს მუსიკისა და დრამის თეატრშიც - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“ მუსკომედიის თეატრის მსახიობებმა, რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.
„ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი.
უმწვავესი იყო „სუხიშვილების" შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს კანონი საქართველოს აცილებს". ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა.
სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ "პოზიცია უცვლელია".