დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად - კალაძე პლაკატებზე

10.04.24 14:13
დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად - კალაძე პლაკატებზე

პროპაგანდისტული პლაკატები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე - კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამტკიცებს, რომ თბილისის მერიას ამასთან დაკავშირებით ნებართვები არ გაუცია.

როგორც კალაძე ირწმუნება, მას შემდეგ, როდესაც უკანონოდ გაკრული პლაკატების ავტორების ვინაობას დაადგენენ, ისინი 200-ლარიდან 1 000-ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

ცხადია, უამრავია ასეთი პლაკატები, ბანერები. ამაზე, რა თქმა უნდა, თბილისის მერია ნებართვას არ გასცემს. ეს მიზანმიმართულად ხდება, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორეს მხრიდან აღნიშნული ბანერების გაკვრა. კანონი მოქმედებს ამასთან დაკავშირებით. როგორც კი გამოვლინდება ის კონკრეტული პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად", - ამბობს კალაძე.

მას შემდეგ, რაც FACEBOOK-მა რუსულ კანონთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ტყუილზე დაფუძნებული კამპანია დაბლოკა, სიცრუის ტირაჟირება ივანიშვილის პარტიამ ქუჩაში გამოკრული პლაკატებით დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებმაც თბილისი პროპაგანდისტული პოსტებისგან გაწმენდა და "ოცნების" გამოკრული პლაკატები ნაგვის ურნებში ჩაყრა დაიწყეს, მმართველი პარტიის აქტივისტები ქუჩაში დახვდნენ.  

მსგავსი სიახლეები