თავმოყვარე ქვეყანაში "ოცნება", მინიმუმ, გაწვეული უნდა იყოს - თამრიკო ჭოხონელიძე

10.04.24 13:59
თავმოყვარე ქვეყანაში "ოცნება", მინიმუმ, გაწვეული უნდა იყოს - თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიზე ხელისუფლებას რუსული კანონის სემობრუნების გამო აკრიტიკებს. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" ხალხი "გადააგდო" და მოატყუა. მისი თქმით, ცივილურ ქვეყანაში მსგავის მტავრობა, მინიმუმ, გაწვეული უნდა იყოს. 

მსგავსი რამ "არ მოსულა", ასეთი ღალატი, ასეთი სიცრუე, ასეთი მართლა "გადაგდება" მთელი საზოგადოების, ხალხის და მე მგონია, რომ ყველა ცივილურ ქვეყანაში და თავმოყვარე ქვეყანაში, სულ მინიმუმ, ესენი გაწვეულები უნდა იყვნენ, თუ არა დასჯა. მე არ ვიცი, სადმე ასეთი რამ ხდება? ასე უნამუსოდ თვალებში და ყურშ ნაცრის შეყრა ხალხისთვის? რაც შეეხება ამ კანონს, იმაზე არარ ვლაპარაკო, რომ ევროინტეგრაცია, უბრალო, ჩახერგილი გაქვს, მორჩა, აქ ლაპარაკი აღარ არის არაფერზე, უბრალოდ, ხალხი, რომლებიც ამ არასამთავრობოებში მუშაობენ, რომლებიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის და ისინი მონათლო შენ მტრის სტატუსით?!, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე. 

რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს მუსიკისა და დრამის თეატრშიც - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა. 

 „ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი

უმწვავესი იყო „სუხიშვილების"  შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს  კანონი  საქართველოს აცილებს".  ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა. 

სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ  კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ  "პოზიცია უცვლელია".  

 

მსგავსი სიახლეები