საქართველოს მთავრობამ უნდა გამოძიოს, ვინ აფინანსებს რადიკალებს - პოლ სტრონსკი

08.07.21 13:34
საქართველოს მთავრობამ უნდა გამოძიოს, ვინ აფინანსებს რადიკალებს - პოლ სტრონსკი

,,კარნეგის ფონდის" მიმომხილველი, პოლ სტრონსკი, ფიქრობს, რომ რადიკალური ჯგუფების დაფინანსება შესაძლოა, მეზობელი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს. დიპლომატის თქმით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ეს საკითხი გამჭვირვალედ გამოიძიოს. 

შესასწავლია, ეს საქართველოს შიგნიდან მოდის, თუ მეზობელი ქვეყნიდან. საქართველოს მთავრობას აქვს ამის ძალზედ სამართლიანად გამოძიების პასუხისმგებლობა, თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს ახლა საქართველოს მთავრობისადმი ნდობა, ამიტომ ამ ყველაფრის გამჭვირვალედ გაკეთება კარგი იქნებოდა , - აცხადებს პოლ სტრონსკი.