"დრო ცოტაა, პირობები შესასრულებელია" - EU-ს დელეგაციის ხელმძღვანელი

10.04.24 15:42
"დრო ცოტაა, პირობები შესასრულებელია" - EU-ს დელეგაციის ხელმძღვანელი

"დრო ცოტაა, პირობები შესასრულებელია" - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმოამდგენელმა "პირველებს" მესამე სექტორთან შეხვედრამე განუცხადა. დელფინ პროუნქი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი დათქმების შესრულების პროცესში მონაწილეობა ყველამ ერთად მიიღოს. საუბარია მთავრობაზე, ოპოზიციასა და მესამე სექტორზე. დელეგაციის ხელმღვანელი იმედოვნებს, რომ ევროკავსირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას მოქალაქეებიც დაინახავენ. 

მე აქ ვარ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაგიჭიროთ ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ შევხვდით ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ახლა ვხვდებით სამოქალაქო საზოგადოებას და დღეს შევხვდებით პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გზავნილი თქვენთვის: პირველი, გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, რომ მოენიჭებინათ სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პირობა შესრულდება. ეს ჩემი მეორე გზავნილია, რომ პირობები უნდა შესრულდეს. ჩემი მესამე გზავნილია, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ითამაშოს აბსოლუტურად ყველა მხარემ: მთავრობამ, პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველა უნდა ცაერთოს ევროკომისიის მიერ გასაზღვრული 9 პირობის შესასრულებლად. მარტივია - დრო ცოტაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი არჩევნები ახლოვდება და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მიერ გასაზღვრული პირობების შესრულებას მოქალაქეებიც დაინახავენ, - ამბობს დელფინ პროუნქი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები მთავრობის წარმომადგენლებთან დილიდან შეხვედრებს მართავენ. დელეგაცია უკვე შეხვდა პრეზიდენტს და მესამე სექტორს. დღესვე პარლამენტში შეხვედრას გამართავენ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა პირობების შესრულება და რუსული კანონია. 

მსგავსი სიახლეები