შსს მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში მოვიდა

08.07.21 14:10
შსს მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში მოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ტვ პირველის ინფორმაციით, მინისტრისა და  საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. 

პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა პატრიარქის მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს პრეს მდივანი. უცნობია, რა საკითხები განიხილეს სასულიერო პირებმა საქართველოს პრეზიდენტთან. თუმცა, ეს შეხვედრა დროში დაემთხვა მეუფე შიოს მოწოდებას, რომ აუცილებელია, კანონში შესაბამისი ცვლილებები მოხდეს  და დროა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს დასჯადი.

ტვ პირველის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს თან ახლავს პირადი ოპერატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადების გაკეთებას აპირებს.