ამერიკის ელჩი "ოცნებას" ახსენებს, რა სიკეთე მოაქვთ არასამთავრობოებს

10.04.24 17:01
ამერიკის ელჩი "ოცნებას" ახსენებს, რა სიკეთე მოაქვთ არასამთავრობოებს

"ქართული ოცნების" სპეცოპერაცია არასამთავრობოების წინააღმდეგ - აშშ-ის ელჩს დღეს რუსული კანონის ავტორებისთვის იმის ახსნა მოუწია, რა სიკეთე მოაქვთ მესაქმე სექტორს ქვეყნისთვის.

რობინ დანიგანმა დღეს ჩამოთვალა ყველა ის დახმარება, რაც საქართველოში არასამთავრობოების ჩართულობით განხორციელდა.

მეგობრებს ვემარებით - უთხრა დღეს "ოცნებას" გამოცდილმა დიპლომატმა და ისაუბრა იმ 6 მლრდ დოლარზე, რაც ჩვენმა ქვეყანამ დახმარების სახით ამერიკისგან მიიღო.

მოდით ვისაუბრებ იმ დახმარებაზე, რაც ამერიკას გაუწევია საქართველოსთვის, საქართველოს მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით - აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში წლების განმავლობაში  საქართველოსათვის გამოყოფილია 6 მლრდ დოლარი და რას აკეთებენ მეგობრები - მეგობრებს სურთ რომ თავიანთი მეგობრები იყვნენ უფრო ძლიერები და სწორედ ამას აკეთებს აშშ საქართველოსთვის.

ეს დახმარება საქართველოსთვის განხორციელდა მთავრობასთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ისინი იყვნენ განმახორციელებლები ამ პროექტების, რომელიც მოიცავდა მრავალ მიმართულებას, მათ შორის ეს იყო თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება, სასაზღვრო დაცვის დახმარება იმისათვის, რომ საქართველოს შეძლებოდა თავისი საზღვრების უკეთ დაცვა და ამ აგრესიის შეკავება. აღნიშნული დახმარება დაიხარჯა საავადმყოფოების, სკოლების გარემონტებაზე, ექიმების, პირველადი დახმარების მუშაკების, მასწავლებლების ტრენინგზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ დახმარების საშუალებით შეიქმნა ცენტრები, რომლებიც საშუალებას აძლევს სპეციალური საჭიროების პირებს რეალიზებაში საკუთარი უნარების.

ეს არის ის რასაც აკეთებენ მეგობრები მეგობრებისთვის და იმისათვის, რომ მეგობარი ქვეყნის ეკონომიკა, თავდაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აშშ ვამაყობთ ამ დახმარებით და ვამაყობთ იმით, რომ აღნიშნული დახმარება განახორციელა სხვადასხვა ორგანიზაციებმა", - განაცხადა დანიგანმა

მსგავსი სიახლეები