ღარიბაშვილის და მისი ოჯახის საეჭვო გამდიდრება - მაჭარაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს შეუშლიან
ყოფილი პრემიერის, მისი ოჯახის და ღარიბაშივლის საეჭვოდ გამდირებული პენსიონერი მამის ქონების ამბავი უმრავლესობისთვის ნამდვილ თავისტკივილად იქცა.
"ოცნების" დანაყოფი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ხელს შეუძლიან, რადგან გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, მსგავსი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა.
ჩვენ ყოველთვის შევუშლით ხელს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაბიჯებს დგამს და უკვე აღარც მალავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის. ახლა ეს დაანონსებული ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნაც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. კითხვის ნიშნები ჩნდება იქ, სადაც კითხვებზე პასუხები არ არის და დეკლარაციაში რაც არის მითითებული, როგორ გგონით, რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო შეუთავსებელი დეკლარაციაში, პირდაპირ ხომ ამას იტყოდნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ მილიონებზე ისაუბრონ, რომელსაც სააკაშვილი ხან ბოტოქსებში და ხან მასაჟისტებში ხარჯავდა, ამაზე შექმნან კომისია" - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად ითხოვს და ამისთვის საჭირო ხმებიც შეგროვებულია. ახლა მხოლოდ პროცედურებია დარჩენილი და სიანტერესოა, გაიტანს თუ არა ამ საკითხს კენჭისყრაზე "ქართული ოცნება".
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზეც დასვამს.
ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრების ამბავზე "შაბათის ეთერმა " გამოძიების სერია მოამზადა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პრემიერის ოჯახის ქონება დაუსაბუთებულია.