რუსული კანონის გამო "ოცნებას" EU-ს დელეგაციასთან თავის მართლება მოუწია - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

10.04.24 17:52
რუსული კანონის გამო "ოცნებას" EU-ს დელეგაციასთან თავის მართლება მოუწია - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

"ქართულ ოცნებას" ევროკავშირის საბჭოს დელეგაციასთან დახურულ კარს მიღმა რუსული კანონის გამო თავის მართლება მოუწია. უმრავლესობის დეპუტატები ერთი საათია ცდილობდნენ, პარტნიორები კანონის სიკეთეებში დაერწმუნებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ. შეხვედრიდან გამოსული ვერცერთი დეპუტატი ვერ ამბობს, რომ დელეგაცია მათ გადაწყვეტილებას იწონებს. ერთადერთი, რითიც ივანიშვილის პარტია ევროპელების დამშვიდებას ცდილობდა, კანონპროექტის განხილვის პროცესია. დახურულ კარს მიღმა მათ პარტნიორებს უთხრეს, რომ კანონის მიღემას არ იჩქარებენ და საპარლამენტო განხილვა გამჭვირვალე იქნება.

გვკითხეს, რაშია საქმე, აგვიხსენით და ჩვენც ავუხსენით ამის თაობაზე. ძალიან მოიწონოს ის გარემოება, რომ იქნება ღია დებატები. მე ვუთხარი, რომ ორშაბათიდან იწყება ეს დებატები და შესაბამისად, საზოგადოება დაინახავს ყველა მხარის კონკრეტულ პოზიციას, დაინახავს არგუმენტებს, - ამბობს გივი მიქანაძე.

შეხვედრის ზოგად შეფასებას აკეთებს "ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილიც. 

განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი, აღინიშნა, რა თქმა უნდა, რომ საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მიღწევებს. გვქონდა ასევე განხილვა სხვა მიმდინარე საკითხებზე, პოლიტიკურ პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს აქვს გასაზღვრული იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი. 

"ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ აუდიენციას ევროკავშირის დელეგაცია უკვე  ოპოზიციასთან მართავს. დეპუტატებმა შეხვედრაზე შესვლამდე თქვეს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყურადღებას რუსულ კანონზე გაამახვილებენ. 

მსგავსი სიახლეები