მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ღარიბაშვილის სიკეთეების დანახვა არ აწყობს

10.04.24 17:57
მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ღარიბაშვილის სიკეთეების დანახვა არ აწყობს

"ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ირაკლის ღარიბაშვილის სიკეთეების დანახვა არ აწყობს და სწორედ ამიტომ წამოაყენეს საგამოძებო კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელმაც ყოფილი პრემიერის და მისი ოჯახის საეჭვო გამდიდრების ამბავი უნდა გამოიძიოს.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციამ ღარიბაშვილი მიზანში ამოიღო და ახლა ინიციატივის წარდგენას თითიდან გამოწოვილი მიზეზით ცდილობს.

მიქანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთ ინიციატივას  მმართველი გუნდისგან ვერასოდეს ვერ ექნება მხარდაჭერა.

ეს არის თითიდან გამოწოვილია, მართლაც სამარცხვინოა ასეთი ინიციატივების წარდგენა. მიზანი აქვთ, რომ როგორღაც  დააზიანონ, იმიტომ, რომ არ აწყობთ იმ სიკეთეების დანახვა ადამიანთან მიმართებაში, რაც მის სიკეთეებს უკავშირდება. ამიტომ, ახლა ამოღებული ჰყავთ მიზანში და თითქოს, რაღაცა აღმოაჩინეს. რატო, ოჯახს არ შეიძლება ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრს მხარი დაუჭიროს? მაგრამ ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასოდეს ვერ ექნება მხარდაჭერა".- აცხადებს გივი მიქანაძე.

ღარიბაშვილის და მისი ოჯახის საეჭვო გამდიდრება - ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად ითხოვს და ამისთვის საჭირო ხმებიც შეგროვებულია. ახლა მხოლოდ პროცედურებია დარჩენილი და სიანტერესოა, გაიტანს თუ არა ამ საკითხს კენჭისყრაზე "ქართული ოცნება".

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზეც დასვამს. 

ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრების ამბავზე "შაბათის ეთერმა " გამოძიების სერია მოამზადა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პრემიერის ოჯახის ქონება დაუსაბუთებულია.

 

მსგავსი სიახლეები