"ოცნება" ღარიბაშვილის ოჯახის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

10.04.24 17:50
"ოცნება" ღარიბაშვილის ოჯახის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

"ოცნება" ღარიბაშვილის ოჯახის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს - ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ყოფილმა პრემიერმა თავისი ქონების შესახებ დეკლარაციაში ყველაფერი ასახა და ამ საკითხტან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციები გამოქვეყნებულია და ღია არის. აქედან გამომდინარე, რაიმე აუცილებლობას ასეთი კომისიის შექმნისას, მე პირადად ვერ ვხედავ. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის ეს ნარატივი გახლავთ ის, რომ რამენაირად პოლიტიკური რევანში აიღონ ან არადა არ გასცენ იმ კონკრეტულ კითხვებს პასუხი და არ შემოვიდნენ იმ კანონის მუხლობრივ განხილვაში, რაც რეალურად გამჭვირვალობის საკითხს ეხება", - აცხადებს ქადაგიშვილი.

ღარიბაშვილის და მისი ოჯახის საეჭვო გამდიდრება - ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად ითხოვს და ამისთვის საჭირო ხმებიც შეგროვებულია. ახლა მხოლოდ პროცედურებია დარჩენილი და სიანტერესოა, გაიტანს თუ არა ამ საკითხს კენჭისყრაზე "ქართული ოცნება".

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზეც დასვამს. 

ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრების ამბავზე "შაბათის ეთერმა " გამოძიების სერია მოამზადა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პრემიერის ოჯახის ქონება დაუსაბუთებულია.

მსგავსი სიახლეები