სანქცია რუსული კაანონის პასუხად - ივანიშვილის გუნდს მძიმე დღეებს უნონსებენ
"ოცნება" სანქციების მოლოდინში - ხელისუფლებას საჯაროდ და პირად საუბრებში ეუბნებიან, რა მოყვება რუსული კანონის მიღებას. ელჩი დანიგანი ადასტურებს, რომ მმართველ გუნდთან დახურულ კარს მიღმა მძიმე საუბრები შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, შტატები მოქმედებაზე გადავა. "როდესაც შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, ხოლო ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა - არის თუარა ეს კარგი" - ამერიკელმა დიპლომატმა "ოცნება" დღეს დამარცვლით განუმარტა, რა განსხვავებაა ამერიკულ ფარასა და რუსულ კანონს შორის.
სანქციები კი ძალიან ახლოს არის. ხელისუფლებაში აღარ მალავენ, რომ რუსული კანონის გატანა მათ მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ. ამის შესახებ "ქართულ ოცნებას" პირადად ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი აფრთხილებს. ვაშინგტონის გზავნილებს კი მმართველი გუნდი პოლიტიკური ისტერიით პასუხობს. "ამაზე დიდი სიდებილე არ ვიცი" - ამ ტერმინებით ესაუბრება თბილისის მერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.