საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერა

10.04.24 18:45
საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერა

საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენიმ ხელი მოაწერეს.

დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გააღრმავებს და მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობას გაზრდის.

ხელშეკრულება ძალაში შევა ორი სახელმწიფოს მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

მსგავსი სიახლეები