ტესტი "ოცნებას" - ოპოზიცია ექსპრემიერის საეჭვო ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

10.04.24 20:30
ტესტი "ოცნებას" - ოპოზიცია ექსპრემიერის საეჭვო ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

 

 

გამჭვირვალობის ტესტი "ქართული ოცნებისთვის" - ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში აინიცირებს. მაშინ, როცა ოლიგარქის პარტია არასამთავრობოებისგან მოითხოვს გასაჯაროვებას, რაში იხარჯება დონორების ფული, ვალდებულია, იგივე გააკეთოს ექსპრემიერის შემთხვევაშიც. მითუმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ უამრავი მტკიცებულება ზედაპირზე დევს. 

ოპოზიციამ ამ ნაბიჯით ივანიშვილის გუნდი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა. თუ მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ  გამჭვირვალობის მიზნით შეფუთული რუსული კანონი არის მხოლოდ და  მხოლოდ მცდელობა,  ჩამოაშორონ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას.

საგამოძიებო კომისიის საკითხის დაინიცირებისთვის საკმარისი ხელმოწერები ოპოზიციამ უკვე შეაგროვა. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები