ჯანდაცვის ახალი მინისტრი სკანდალში ეხვევა - ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ამხელენ

10.04.24 20:50
ჯანდაცვის ახალი მინისტრი სკანდალში ეხვევა - ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ამხელენ

 

 

ჯანდაცვის მინისტრი თავის მართლების რეჟიმშია. ეს მას შემდეგ, რაც მის კაბინეტში გამართული დახურული შეხვედრის დეტალები მედიასთან ონკოპაციენტებმა გაამხილეს. პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის თავზე მიხეილ სარჯველაძე სკანდალში ეხვევა. მძიმე სენით დაავადებული ადამიანები მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელენ. ამბობენ, რომ მინისტრი მათ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უყვიროდა და სწორედ ასე   მოითხოვდა, შეეწყვიტათ  მისი კრიტიკა  სატელევიზიო ეთერებში. არადა, ონკოპაციენტებს  სურდათ მიეღოთ კითხვებზე პასუხები, რატომ არის ქვეყანაში წამლების დეფიციტი. საპასუხოდ კი მინისტრისგან დამცირება მიიღეს.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები