"ოცნების" პარტაქტივმა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ნადირობა დაიწყო

10.04.24 20:19
"ოცნების" პარტაქტივმა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ნადირობა დაიწყო

 

 

"ოცნების" პარტაქტივი უკვე მოქალაქეების ღია დევნასა და მუქარაზე გადავიდა. მათი სამიზნე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალაგაზრდები არიან, რომლებსაც საჯარო სივრცეში კამერების წინ უპირისპირდებიან. ეპიცენტრი დღეს მარჯანიშვილის მოედანი იყო, სადაც  "ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმ პირებს ეჩხუბებობდა, ვინც დეზინფორმაციულ პლაკატებს კედლებიდან ხსნიდნენ. 

ახალაგაზრდებზე ნადირობა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო. "ოცნებამ" პარტაქტივი საგანგებო მისიით გამოუშვა ქუჩებში, რომ დაუპირისპირდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. მართალია, დედაქალაქის მერმა პირობა დადო, რომ დაჯარიმდებობდა ყველა, ვინც ისტორიული ძეგლების კედლებზე პლაკატებს გააკრავს, თუმცა ფულადი ჯარიმა ჯერ მხოლოდ "ლელოს" ახალგაზრუდლი ფრთის წარმომადგენელს გამოუწერეს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები