"წმინდა პოლიტიკური საკითხია" - ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს, 15 წლის წინანდელს საქმეზე, ბრალი წარუდგინეს
„ჩემზე ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და მინდა ერთი რამ ვთქვა - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ,"- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწემ, ლაშა ცანავამ განაცხადა. საქმე ეხება 2009 წელს მომხდარ ინციდენტს, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ 2015 წელს დაიწყო.
ოპოზიცის წევრის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, ოპოზიციის დევნით არის დაკავებული. ცანავა ამბობს, რომ მარტივად ვერ შეაშინებენ და ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბოლომდე გააგრძელებს.
თავიდან დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ მე განვაცხადე უარი, რადგან არ ვენდობი პროკურატურას. ვითხოვე, დავეკითხე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად და შემდეგ უკვე ბრალი წამიყენეს. დღეს კი გამომძიებელმა და პროკურორმა დამიბარეს დაკითხვაზე ბრალის გასაცნობად. იმის ნაცვლად, რომ მიხედონ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს და მოაგვარონ ისინი, მიბარებენ მე დაკითხვაზე და მინდა ვთქვა ერთი რაღაც - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა. ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ჩემს ქვეყანას ვემსახურე პირნათლად და ასე გაგრძელებას ვაპირებ ბოლომდე. ბრძოლა გამარჯვებამდე!, - განაცხადა ლაშა ცანავამ.