"ოცნება" თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ - რუსული კანონის გამო პროტესტი ყველა სფეროს მოედო
"ოცნების" ბრძოლა თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ - რუსული კანონის ავტორმა ხელისუფლებამ ლამის მოღალატეებად შერაცხა ყველა, ვინც ხმის ამოღება გაბედა. კალაძემ დღეს საკუთარ თავსაც კი აჯობა. თბილისის მერის იერიშის სამიზნე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და მისი ოჯახი გახდა. სპორტსმენს, ვისითაც მთელი ქვეყანა ამაყობს, კალაძემ რუსული კანონის გაპროტესტება არ აპატია.
"ოცნების" პოლიტიკური ისტერია ყველა ზღვარს გასცდა. ლიდერები სახეს კარგავენ, რადგან რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ყველა სფეროს მოედო. სპორტსმენები, ხელოვანები, მეცნიერები - ყველა საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. არავინ ერიდება სახალხოდ საუბარს, რადგან ხელისუფლებამ სასწორზე ქვეყნის მომავალი დააყენა. ერთი დასის საპროტესტო პერფონასმა კი მთელი სოციალური ქსელი ააფეთქა. მეფე ლირის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.