მძიმე დღე "ოცნებისთვის" - აშშ-ს შემდეგ ხელისუფლება ევროკავშირის დელეგაციამ გააკრიტიკა
მძიმე დღე "ქართული ოცნებისთვის" - შტატების შემდეგ უმწვავეს კრიტიკას ხელისუფლება ევროკავშირის საბჭოს დელეგაციიდან იგერიებდა. შეხვედრა დახურული იყო, თუმცა მედიასთან, პრაქტიკულად, ყველა აღიარებდა, რომ დახურულ კარს მიღმა მძიმე საუბარი შედგა, რა დროსაც ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყო და რუსული კანონის ვითომ სიკეთეებზე ცდილობდა პარტნიორების დარწმუნებას.
მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პარტნიორები პოზიციას არ ცვლიან და ხელისუფლებას დამარცვლით ეუბნებიან, რომ კანონი ანტიევროპულია და ის ქვეყნის ევროპულ მომავალს დიდ საფრთხეს უქმნის. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის კი უახლოეს პერიოდში ევროკავშირის საბჭო გეგმავს, გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიში და პროექტი უკვე შინაარსობრივად მიმოხილოს. ეს პასუხი იქნება "ოცნების" ბრალდებებზე, რომ პარტნიორები კანონს მხოლოდ ზედაპირულად აფასებენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.