პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ - ლაშა ცანავა ბრალის წადრგენაზე

10.04.24 20:30
პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ - ლაშა ცანავა ბრალის წადრგენაზე

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო თანაშემწე ლაშა ცანავა პროკურატურის მხრიდან მის მიმართ ბრალის წაყენებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მისი დევნის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას მეტი დრო მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის დაეთმო. 

ბრალი წამიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებით, 333-ე მუხლი. 15 წელი გავიდა ამ ამბიდან და წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი და ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. 14 ტომი მაკულატურა გამომატანეს და ამ 12 წლის მანძილზე 14 ოჯახს მაინც რომ დახმარებოდნენ კარგი იქნებოდა, - განაცხადა ლაშა ცანავამ.
 

მსგავსი სიახლეები