რისი საშუალებაც გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი დარბევის შემდეგ
შინაგან საქმეთა მინისტრი 5-6 ივლისის მძიმე მოვლენების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "პოლიციამ რისი საშუალებაც ჰქონდა, ყველაფერი გააკეთა":
,,საშუალება რისიც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ" - განაცხადა პირველმა პოლიციელმა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.
ვახტანგ გომელაურის თქმით, 5 ივლისს ლოკაციის სიმრავლის გამო პოლიციამ ვერ მოახერხა მედიის დაცვა.
3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. იყო თავიდან 5, 8, მერე 20 ლიკაცია. ფიზიკურად მეტი საშუალება არ იყო. ცუდია, საშუალება რისიც იყო, პოლიციების, გამოყვანილი იყვნენ.
მითხრეს, რომ გომელაურმა ბრძანება გასცა, რომ ჟურნალისტები ეცემათო, ეს იდიოტიზმია. როგორ შეიძლება, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, ხელისუფლება იყოს, ეს გააკეთოს, ასეთი რაღაცა არ მომხდარა. ეს არის მიუღებელი, რომ ამდენ ლოკაციაზე მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. ვგმობ და სამწუხაროა, რაც მოხდა. მინდა, ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ბიჭები საავადმყოფოშიც მოხვდნენ. ოპერაციები გაუკეთეს, საშუალება რისიც იყო, ვაკავებდით - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა მედიის ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა.