"შეთითხნილი ბრალდებაა" - ლაშა ტყეშელაძე ცანავასთვის ბრალის წარდგენაზე

10.04.24 20:35
"შეთითხნილი ბრალდებაა" - ლაშა ტყეშელაძე ცანავასთვის ბრალის წარდგენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს უყენებენ ბრალს, რადგან მათ არ აქვთ პასუხები გაზრდილ ინფლაციაზე, უმუშევრობაზე, ემიგრაციაზე, - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი, ლაშა ტყეშელაძე საუბრობს. ტყეშელაძე პირდაპირ ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილია. მისი თქმით, საქმეს სამართალტან კავშირი აბსოლუტურად არ აქვს. 


დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს უყენებენ ბრალს, რადგან მათ არ აქვთ პასუხები გაზრდილ ინფლაციაზე, გაზრდილ უმუშევრობაზე, გაზრდილ ემიგრაციაზე. მათ ვურჩევ, რომ იმ ყველა ადამიანს წაუყენონ ბრალი, ვინც ჩართულია მონოპოლიაში, ვინც არის სისხლის სამართლის დამნაშავე და რაც შეეხება ამ შეთითხნილ ბრალდებას სამართლებრივად ვერ შევაფასებ, რადგან ეს არის პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. 15 წლის შემდეგ, რაღაც საქმეზე ადამიანის დაბარება, რომელსაც რამდენიმე კვირაში გასდის ხანდაზმულობა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
 

მსგავსი სიახლეები