"წინასაარჩევნო რეპრესიები დაიწყო" - ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს ბრალი წაუყენეს

10.04.24 20:48
"წინასაარჩევნო რეპრესიები დაიწყო" - ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს ბრალი წაუყენეს

 

წინასაარჩევნო რეპრესიები დაიწყო. პროკურატურა თაროზე შემოდებულ საქმეებს უბრუნდება. ცოტა ხნის წინ ბრალი წაუყენეს ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს. მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. საქმე კი ეხება 15 წლის წინ ქალაქის სამმართველოსთან მომხდარ დარბევის ფაქტს, როდესაც ლაშა ცანავა პოლიციის თანამშრომელი იყო. თუმცა, ამ საქმით პროკურატურა ამ დრომდე არ ინტერესდებოდა. დღეს კი რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ ცანავმ შოთაძის უწყება ბრალდებულის სტატუსით დატოვა. 

ლაშა ცანავა ამბობს, რომ მას მომხარი არც კი ახსოვს. ოპოზიციის წევრი ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები