"ოცნებამ" საკუთარი შვილების მომავალს უღალატა - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის ევროპის კარის ჩარაზვას და არასამთავრობოების და მედიასაშუალებების ჩახშობას ემსახურება. ამის შესახებ ოპოზოციონერმა ლიდერმა ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაბიჯით გადაწყვიტა რამდენიმე მიზნის მიღწევა. პირველი, საიმეოდ დაუხშოს ევროპისკენ მიმავალი კარი საქართველოს, მეორე, მოახრჩოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშნელოვანეს ამოცანას, სწავლობენ კორუფციის შემთხვევებს, ესწრებიან არჩევნებს, სურთ, რომ მათ მიაწებონ იარლიყი უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების, ამით, ფაქტობრივად შეაწყვეტინონ დაფინანსება ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი, ქართველების დახმარება. მედიასაშუალებები უნდათ მოახრჩონ, რომელიც იღებს დახმარებას ჩვენი დასავლელი მეგობრეისგანდ აა მით მაქსიმალურად შეზღუდონ თავისუფალი აზრი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი შვილების იმომავალს უღალატა და ივანიშვილის მსახურება არჩია.
მათ თავიანთი შვილეი ინტერესებს ანაცვალეს ივანიშვილისადმი მისი ერთგულების დემონსტრირება, რომ ამის სანაცვლოდ გააგრძელონ იმ მატერიალური სიკეთეების მიღება, რომელსაც იღებენ და უღალატეს საკუთარი შილების ინტერესებს. ეს არის ტრაგედია, - ამბობს ჯაფარიძე.