ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს და შემდეგ რუსული ხელისუფლება წავიდეს - ხოშტარია
(რუსული) კანონის პირველივე წუთიდან, მთლიანად ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთრში განაცხადა.
მისი თქმით, "ეს კანონი არის განაცხადი, რომ უნდა ვიცხოვროთ როგორც რუსეთმა".
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს და შემდეგ რუსული ხელისუფლება წავიდეს - თქვა ხოშტარიამ.
„ოპოზიციას აქვს კონკრეტული ფუნქცია - ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობაც, მე მგონია, რომ „ოცების" ილუზია იყო, რომ მიუღწეველია, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს პერიოდები ოპოზიციაში, როდესაც... თუ ვინმეს უქმნის ილუზიას, რომ კამათი ოპოზიციას შორის, ერთი წუთი მაინც შეგვაყოვნებს ამ კრიტიკულ მომენტში ვიყოთ ერთად... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონის პირველივე წუთიდან მთლიანად ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი, აბსოლუტურად კოორდინირებული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.