USAID-ის ხელმძღვანელი რუსულ კანონზე: მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის
რუსული კანონის ადგილი ევროპაში არ არის - ასეთია ის გავნილი, რომლსაც საქართველოს ხელისუფლება სენატიდან.
USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის თქმით, მსგავს კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.
“ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე – დაცულიც”, – განაცხადა მან „ამერიკის ხმის” ცნობით.