პრეზიდენტს მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ამბობს, რომ პრეზიდენტთან 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩააყენა, თუ რა ღონისძებები ჩაატარა პოლიციამ:
მას აინტერესებდა, თუ როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო და რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ადმინისტრაციულად, ეს ყველაფერი მოვახსენეთ პრეზიდენტს", - განაცხადა გომელაურმა.
ზურაბიშვილისა და გომელაურის შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე.