მდინარაძე უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს რუსულ კანონს აცნობს - რის დემონსტრირებას ცდილობს "ოცნება"
დასავლეთის უმწვავესი რეაქციის ფონზე, "ქართული ოცნება" სტუდენტებს რუსულ კანონს აცნობს.
უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ "ოცნების" ხელისუფლებასთან, დღეს მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დაიბარა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ახალგაზრდებს რუსული კანონის შესახებ დახურულ კარს მიღმა ესაუბრება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზთან ახლა დიდი უხერხულობაა. მდინარაძესთან დაბარებულ ახალგაზრდებს ჟურნალისტებთან სათქმელი არაფერი აღმოაჩნდათ, არადა ოლიგარქის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სწორედ იმის გამო მოაწყო ეს თავყრილობა, რომ ეჩვენებინათ, ქუჩაში გასული ხალხის გარდა, "ოცნებასაც" ჰყავს მხარდამჭერები რუსული კანონის დასაცავად.